четверг, 16 июня 2016 г.

კურსის რეფლექსია

      გავიარეთ 36-საათიანი ინტელის პროექტებით სწავლების კურსი.ძალიან ნაყოფიერი და შრომატევადი იყო თითოეული შეხვედრა, ვისწავლეთ პროექტის დაგეგმვა, საჭირო რესურსის   მოძიება   და   განხორციელება        ვისწავლეთ ბლოგის შექმნა და მასზე
 ,,ჩემი პორტფოლიოდან"  ყველა საჭირო მასალის ატვირთვა.
       მინდა მადლობა გადავუხადო ამ პროექტის ყველა  ორგანიზატორს,
განსაკუთრებით, ნათია ცინცაძეს.

среда, 15 июня 2016 г.

მე-8 დღის რეფლეფსია

დღეს მე-7 მოდულზე ვიმუშავეთ.გადავხედეთ თითოეული მასწავლებლის პროექტს, მივიღეთ ნათიასაგან შენიშვნები,რომელიც უნდა გავითვალისწინოთ ხვალისთვის. 

воскресенье, 12 июня 2016 г.

მე-7 დღის რეფლეფსია

   როგორც ყველა, ასევე საინტერესო იყო 12 ივნისის ტრენინგი. თუმცა პრობლემა შეგვექმნა ინტერნეტზე,რაც გამოცდების  გამო იყო გამოწვეული. ვისაუბრეთ შეფასებების რუბრიკასა და შეკლისტებზე. გადავხედეთ ერთმანეთის მოსწავლის ნამუშევრებს, გავუზიარეთ ერთმანეთს მოსაზრებები.

суббота, 11 июня 2016 г.

მე-6 დღის რეფლექსია

   ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო დღევანდელი შეხვედრა. გადავხედეთ გეგმებს, შევიტანეთ შესწორებები, ვიმუშავეთ მოსწავლეთა ნამუშევრების შემოწმებაზე, გავიხსენეთ პოვერპოინტში მუშაობა, კერძოდ, ხმისა და ეფექტების დადება.

суббота, 4 июня 2016 г.

მე-5 რეფლექსია

ძალიან ნაყოფიერი იყო დღევანდელი დღის ტრენინგი.გავეცანით და ერთმანეთს აზრი გავუზიარეთ გეგმებთან დაკავშირებით,ვიმუშავეთ ბიბლიოგრაფიაზე,გავიხსენეთ ხმების და მუსიკის მოსმენა და ჩამოტვირთვა,  ვისაუბრეთ საავტორო უფლებების დაცვაზე. მოვამზადეთ პრეზენტაციის შაბლონი.

воскресенье, 29 мая 2016 г.

მე-4 დღის რეფლექსია

დღევანდელი ტრენინგი ძალიან საინტერესო და დატვირთული იყო. ვისწავლეთ  მოსწავლეთა შეფასების სტრატეგიები, გავიხსენეთ ვორდის დოკუმენტში სხვადასხვა ცხრილების შედგენა.ტრენერისგან მივიღეთ მომდევნო დღის დავალებები. 

суббота, 28 мая 2016 г.

მე-3 დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო იყო. ტრენინგი დავიწყეთ თითოეული ჩვენგანის ნამუშევრების ჩვენებით, ერთმანეთს გავუზიარეთ აზრები. ვისწავლეთ  პროექტის გეგმის შეგგენა, ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვების დასმა. კიდევ ერთხელ გავიხსენეთ საგნობრივი სტანდარტები,რათა პროექტის გეგმის წერისას გამოვიყენოთ.