воскресенье, 29 мая 2016 г.

მე-4 დღის რეფლექსია

დღევანდელი ტრენინგი ძალიან საინტერესო და დატვირთული იყო. ვისწავლეთ  მოსწავლეთა შეფასების სტრატეგიები, გავიხსენეთ ვორდის დოკუმენტში სხვადასხვა ცხრილების შედგენა.ტრენერისგან მივიღეთ მომდევნო დღის დავალებები. 

суббота, 28 мая 2016 г.

მე-3 დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო იყო. ტრენინგი დავიწყეთ თითოეული ჩვენგანის ნამუშევრების ჩვენებით, ერთმანეთს გავუზიარეთ აზრები. ვისწავლეთ  პროექტის გეგმის შეგგენა, ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვების დასმა. კიდევ ერთხელ გავიხსენეთ საგნობრივი სტანდარტები,რათა პროექტის გეგმის წერისას გამოვიყენოთ.

четверг, 26 мая 2016 г.

1-2დღის რეფლექსია

დაგვეწყო ძალიან მნიშვნელოვანი ტრენინგი-პროექტებით სწავლება. პირველი დღე გაცნობითი ხასიათის იყო. ტრენერმა ნათია ცინცაძემ გაგვაცნო ტრენინგის მიზანი,ამოცანები და შევიმუშავეთ შემდეგი დღეების სამუშაო გეგმა. ლეპტოპებში ჩაგვირტვირთა პროექტებით სწავლების გზამკვლევი. დღეს ერთმანეთს გავაცანით ჩვენი პროექტის სათაური,ერთმანეთს გავუზიარეთ აზრი,მივეცით რჩევა დარიგებები. შევქმენით ბლოგი, სადაც უნდა ავტვირთოთ თითოეული დღის რეფლექსია.
       ძალიან ნაყოფიერი გამოდგა დღევანდელი დღე