გავიარეთ 36-საათიანი ინტელის პროექტებით სწავლების კურსი.ძალიან ნაყოფიერი და შრომატევადი იყო თითოეული შეხვედრა, ვისწავლეთ პროექტის დაგეგმვა, საჭირო რესურსის მოძიება და განხორციელება ვისწავლეთ ბლოგის შექმნა და მასზე ,,ჩემი პორტფოლიოდან" ყველა საჭირო მასალის ატვირთვა.
მინდა მადლობა გადავუხადო ამ პროექტის ყველა ორგანიზატორს,
განსაკუთრებით, ნათია ცინცაძეს.
როგორც ყველა, ასევე საინტერესო იყო 12 ივნისის ტრენინგი. თუმცა პრობლემა შეგვექმნა ინტერნეტზე,რაც გამოცდების გამო იყო გამოწვეული. ვისაუბრეთ შეფასებების რუბრიკასა და შეკლისტებზე. გადავხედეთ ერთმანეთის მოსწავლის ნამუშევრებს, გავუზიარეთ ერთმანეთს მოსაზრებები.
ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო დღევანდელი შეხვედრა. გადავხედეთ გეგმებს, შევიტანეთ შესწორებები, ვიმუშავეთ მოსწავლეთა ნამუშევრების შემოწმებაზე, გავიხსენეთ პოვერპოინტში მუშაობა, კერძოდ, ხმისა და ეფექტების დადება.
ძალიან ნაყოფიერი იყო დღევანდელი დღის ტრენინგი.გავეცანით და ერთმანეთს აზრი გავუზიარეთ გეგმებთან დაკავშირებით,ვიმუშავეთ ბიბლიოგრაფიაზე,გავიხსენეთ ხმების და მუსიკის მოსმენა და ჩამოტვირთვა, ვისაუბრეთ საავტორო უფლებების დაცვაზე. მოვამზადეთ პრეზენტაციის შაბლონი.